ვიმუშავე პროექტის თემასთან დაკავშირებულ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. პროექტის გეგმიდან გამომდინარე შევიმუშავე მოსწავლეთა საჭიროების შეფასების მეთოდი და განვსაზღვრე მოსწავლეთა საჭიროებები. ვიმუშავე პროექტის პრეზენტაციაზე. დღე იყო საინტერესო, დატვირთული და ბევრის მომცემი. მიღებული ცოდნა დამეხმარება პროექტის წარმატებით დასრულებაში.
ვიმუშავე საინტერესოდ. პროექტის გეგმის მიხედვით შევარჩიე საგნობრივი სტანდარტი, შევიმუშავე მისაღწევი მიზნები. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ვისწავლე ბლოგის შექმნა, ინფორმაციის განთავსება და გამოქვეყნება.